Saturday 6 July 2013

თეთრიწყაროს სამოქალაქო კლუბების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა თეთრიწყაროს გამგეობაში

მარნეულის ახალგაზრდულ ფორუმზე თეთრიწყაროს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემის პრობლემების კვლევის შედეგად გადაწყვიტეს ემუშავათ  ნაგვის გატანის (გარემოს დასუფთავების) პრობლემაზე. კოდის, ასურეთის, თეთრიწყაროს #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა თავიანთ თემში ჩაატარეს გამოკითხვა, კონკრეტულად რა კუთხით სურდათ ამ პრობლემის მოგვარება და თვითმმართველობის დახმარება. გამოიკვეთა შემდეგი თემები:
  •   კოდის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული;
  •   ასურეთის წყლის რეზერვუარი, საიდანაც  მოსახლეობას მიეწოდება წყალი, დაბინძურებულია და საჭიროებს გაწმენდას;
  • ქ.თეთრიწყაროს ზოგიერთ ქუჩას არ ემსახურება ნაგვის მანქანა და მოსახლეობას უწევს მეზობელ ქუჩაზე არსებული ნაგვის ურნებით სარგებლობა.

საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა საინიციატივო წერილი თვითმმართველობის სახელზე და თემის წევრთა ხელმოწერები, რომელიც ჩააბარა გამგეობის კანცელარიაში. 29 მაისს საინიციატივო ჯგუფი სიქა-ს წარმომადგენლებთან ერთად  შეხვდა თეთრიწყაროს გამგებლის მოადგილეს ივანე მეგულაშვილს. მოსწავლეებმა ბ-ნ ივანეს ინფორმაცია მიაწოდეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაზე, ამ პროგრამის ფარგლებში თემის საჭიროებებზე მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ და დახმარება სთხოვეს პრობლემების მოგვარებაში. გამგებლის მოადგილემ ყურადღებით მოუსმინა ახალგაზრდებს, შეხვედრის დროს დაუკავშირდა პასუხისმგებელ პირებს. შეხვედრაზევე დაიგეგმა პრობლემის გადაჭრის გზები:
  • კოდის სკოლის მიმდებარე ტერიტორიდან საყოფაცხოვრებო ნაგვის გასატანად თეთრიწყაროს გამგეობა გამოყოფს მანქანას და კლუბი ორგანიზებას გაუკეთებს ტერიტორიის დასუფთავებას;
  • სოფ. ასურეთის წყლის რეზერვუარს ამინდების დადგომისთანავე დაასუფთავებს სასმელი წყლების სამმართველო.
  •  თეთრიწყაროს კონკრეტული ქუჩების მოსახლეობა შეუთანხმდება ქალაქის კომუნალური სამსახურს - კვირის რომელ დღეს ავიდეს  ნაგვის მანქანა ნაგავის გასატანად.


გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ თეთრიწყრაოს რაიონს (ქალაქს და სოფლებს) მხოლოდ  2 ნაგვის მანქანა ემსახურება და ამ მწირი შესაძლებლობებით შეუძლებელია უფრო მეტის გაკეთება, რაიონის ბიუჯეტიც მეტის საშუალებას არ იძლევა. მან მოსწავლეებს შესთავაზა, აქტიური მოსწავლეები წლის ბოლოს დაესწრონ რაიონის ბიუჯეტის განხილვას, რათა უფრო კარგად გაერკვნენ როგორ ნაწილდება თანხები სფეროების მიხედვით.


თეთრიწყაროს გამგეობაში შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს #1, კოდის და ასურეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების 7  წევრი და კლუბის მეურვე იზოლდა გორგასლიძე. ახალგაზრდებმა მიიღეს თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება და სტიმული მიეცათ შემდგომი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისათვის. 

Wednesday 12 December 2012

30 ნოემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში პროგრამის კოორდინატორმა ორგანიზაციამ - სიქა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ საკონსულტაციო შეხვედრას საკლუბო მუშაობასა და საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით, ამჯერად თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდა 29 მოსწავლე და 3 პედაგოგი თეთრიწყაროს #1, #2 და ასურეთის საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ საკლუბო მუშაობის სტრუქტურას, შესაძლებლობებს და ასევე სხვა კლუბების გამოცდილებასაც. მონაწილეებმა ასევე გაგიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. საგრანტო პროექტების კონკურსი 1 კვირაა რაც დაიწყო და პროექტების მიღების დედლაინი 8 იანვარია.

Saturday 10 September 2011

შეხვედრა კლუბ "აზდაკის" ლიდერებთან


9 სექტემბერს თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში სიქას კოორდინატორი ეთერი პაიჭაძე შეხვდა სკოლის სამოქალაქო კლუბ „აზდაკის“ წევრებსა და კლუბის მეურვეს, სკოლის ადმინისტრაციას. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს გასული წლის აქტივობები. კლუბის ლიდერები გაეცნენ  პროგრამის სიახლეებს, განიხილეს ახალ სასწავლო წელს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ სამოქმედო გეგმა, დაისახა კონკრეტული აქტივობები, ტრენინგები და სემინარები.

Thursday 19 May 2011

შეხვედრა თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლაში

18 მაისს შედგა სამუშაო შეხვედრა თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლის დირექციასა და სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მიზნებსა და მიმართულებებს. სკოლამ განსაზღვრა პრიორიტეტები და დაისახა სამომავლო გეგმები. სკოლას გადაეცა მასალა, რომელიც კლუბს დაეხმარება მუშაობის პროცესში.